Toradze Foundation

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი აცხადებს საფორტეპიანო მასტერკლასებისათვის მონაწილეების შერჩევას!

მასტერკლასებს ჩაატარებენ კრისტიან ბლექშოუ, ედიშერ სავიცკი, ალექსანდრე კორსანტია, გიორგი ვაჩნაძე, ვახტანგ კოდანაშვილი.

მასტერკლასები ჩატარდება 12-18 ივნისს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

შერჩევის პროცედურა

მასტერკლასების მონაწილეების შერჩევა ხორციელდება ონლაინ, შევსებული აპლიკაციის საფუძველზე – https://t.ly/O-46F

აპლიკაციაში საჭიროა თქვენ მიერ ნებისმიერ პლატფორმაზე (მაგ: Youtube, Google Drive, Wetransfer ან სხვა) ატვირთული ჩანაწერის ბმულის და ნაწარმოებების დასახელებების მითითება.

ვიდეო ჩანაწერის მოთხოვნები:
14-17 წელი – 20წთ-მდე თავისუფალი პროგრამა. 2 ან 3 , სხვადასხვა პერიოდის კონტრასტული ნაწარმოები
18-25 წელი – 30 წთ-მდე თავისუფალი პროგრამა. 2 ან 3 სხვადასხვა პერიოდის კონტრასტული ნაწარმოები

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 10 მაისი

ელფოსტა: [email protected]