მასტერკლასებზე რეგისტრაცია
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი აცხადებს მასტერკლასების მონაწილეების შერჩევას!
მასტერკლასებს ჩაატარებენ:
🔹ედიშერ სავიცკი (ფორტეპიანო)
ალაბამას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
თორაძის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი
🔹ვახტანგ კოდანაშვილი (ფორტეპიანო)
ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი
🔹გიორგი ვაჩნაძე (ფორტეპიანო)
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი
🔹მერი ლინდსი ბეილი (ჰობოი)
ალაბამას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
🔹დაიან შულცი (ფლეიტა)
ალაბამას უნივერსიტეტის პროფესორი
ბაკალავრიატის პროგრამის ხელმძღვანელი
🔹მოისეს მოლინა (ჩელო)
ალაბამას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
მასტერკლასები ჩატარდება 2, 4, 9, 10, 12 და 13 ივნისს, ეროვნულ სასახლესა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
შერჩევის პროცედურა:
მასტერკლასების მონაწილეების შერჩევა ხორციელდება ონლაინ, შევსებული აპლიკაციის საფუძველზე https://wkf.ms/3Q1uxQG
მხოლოდ საფორტეპიანო მასტერკლასებში მონაწილეთა მსურველთათვის:
აპლიკაციაში საჭიროა თქვენ მიერ ნებისმიერ პლატფორმაზე (მაგ: Youtube, Google Drive, Wetransfer ან სხვა) ატვირთული ჩანაწერის ბმულის და ნაწარმოებების დასახელებების მითითება.
14-17 წელი – 20წთ-მდე თავისუფალი პროგრამა. 2 ან 3 , სხვადასხვა პერიოდის კონტრასტული ნაწარმოები
18-25 წელი – 30 წთ-მდე თავისუფალი პროგრამა. 2 ან 3 სხვადასხვა პერიოდის კონტრასტული ნაწარმოები
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 20 მაისი
ელფოსტა: education@toradze.org