საფორტეპიანო მასტერკლასები
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი აცხადებს საფორტეპიანო მასტერკლასებისათვის მონაწილეების შერჩევას!
მასტერკლასებს ჩაატარებენ ედიშერ სავიცკი, გიორგი ვაჩნაძე, ვახტანგ კოდანაშვილი.
მასტერკლასები ჩატარდება 4, 5 და 11 ივნისს, ეროვნულ სასახლესა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში.
შერჩევის პროცედურა
მასტერკლასების მონაწილეების შერჩევა ხორციელდება ონლაინ, შევსებული აპლიკაციის საფუძველზე https://wkf.ms/4jMqEbS
აპლიკაციაში საჭიროა თქვენ მიერ ნებისმიერ პლატფორმაზე (მაგ: Youtube, Google Drive, Wetransfer ან სხვა) ატვირთული ჩანაწერის ბმულის და ნაწარმოებების დასახელებების მითითება.
ვიდეო ჩანაწერის მოთხოვნები:
14-17 წელი – 20წთ-მდე თავისუფალი პროგრამა. 2 ან 3 , სხვადასხვა პერიოდის კონტრასტული ნაწარმოები
18-25 წელი – 30 წთ-მდე თავისუფალი პროგრამა. 2 ან 3 სხვადასხვა პერიოდის კონტრასტული ნაწარმოები
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 20 მაისი
ელფოსტა: [email protected]